აშშ-ს რელიგიური ლიდერები დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ

ბილი გრემის ვაჟმა, მახარებელმა ფრანკლინ გრემმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტობისთვის „საუკეთესი არჩევანი იყო“.  „ქრისტიანი თუ ხართ, ამის გარკვევა რთული არ არის“, – განუცხადა მან პრესას.

„არსებობს ორი განსხვავებული სურათი და ორი განსხვავებული ხედვა ამერიკისთვის. დემოკრატებს და კლინტონს გააჩნიათ საკუთარი ხედვა, დონალდ ტრამპს კი რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს ამ ერისთვის“.

გრემმა თქვა, რომ ტრამპი უკეთესი არჩევანი იყო და რომ ის ახლა შეცვლილი ადამიანია. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი შეიცვალა. ღმერთი მოქმედებს მის გულსა და მის ცხოვრებაში“. ფეისბუკის გვერდზე, გრემმა დაწერა: „განსხვავება კანდიდატებს შორის დღესავით ნათელია“.

სამხრეთის ბაპტისტური თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტმა ალბერტ მიულერმა საკუთარ კედელზე დაწერა, რომ ევანგელისტურ ეკლესიათა უმრავლესობამ ხმა დონალდ ტრამპს მისცა, რადგან იგი აბორტის წინააღმდეგი იყო. არჩევნების შემდგომი კვლევების მიხედვით, ამერიკელ მახარებელთა 86%-მა ხმა ამ მიზეზით მისცა ტრამპს.

მიულერის აზრით, ტრამპის გამარჯვება არც მისი პერსონით და არც ცვლილებასთან დაკავშირებული მისი პოპულისტური განცხადებებით არ იყო განპირობებული.

„მე ვიტყოდი, რომ სტატისტიკის მონაცემები განაპირობა იმ აქტუალურმა პრობლემებმა, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ფასეულობას და ჯერ არ დაბადებულთა ბედს ეხება“.

„მაშინ, როდესაც არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით, ნათელი გახდა, რომ მახარებელთა უმრავლესობა ხმას მისცემდა იმ კანდიდატს, რომელიც, შესაძლოა, ცნობილი იყო თავისი უხეშობით, ეგოიზმითა და თავნებობითაც კი და არა იმ კანდიდატს, რომელიც გახლდათ ავისმომასწავებელი, კონსპირაციული ხასიათის და აბორტის მომხრე“.

მიულერის თქმით, მათ ასევე სხვა „ძირითადი მორალური საკითხების“ გამოც მისცეს ხმა ტრამპს.

რასელ მურმა, რომელიც სამხრეთის ბაპტისტთა ეთიკისა და რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარეა, ასევე მოუწოდა ხალხს არჩეული პრეზიდენტისთვის ლოცვისკენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ, გახლავთ ის, რომ ეკლესია წინ უნდა აღუდგეს პოლიტიკის რელიგიად გადაქცევას და პირიქით. ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ, პირველ რიგში, ისინი არც რესპუბლიკელები არიან, არც დემოკრატები“.

„ჩვენ ვართ მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული უფლის, იესო ქრისტეს, ეკლესია. ნერონის რისხვიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთის ტერორიზმის ჩათვლით, ყველაფერს გავუძელით, რადგან ქრისტიანები ძლიერნი ვართ ‘ქრისტეს სახარებასთან ერთად’“.

წყარო: http://www.globalchristiannews.org/

ჩატვირთვა...