აშშ-ს ერთ-ერთ ეკლესიას უცნობმა ადამიანმა ოთხმილიონიანი ვალი გადაუხადა

აშშ-ი, პენსილვანიის შტატში არსებული აფროამერიკული ბაპტისტური ეკლესიის, შერონ-ჰილის, იპოთეკა უცნობმა ადამიანმა დაფარა. იპოთეკა ოთხ მილიონ დოლარს შეადგენდა.

ამის შესახებ ტელეარხს Fox News ესაუბრა ხსენებული ეკლესიის წინამძღვარი რიჩარდ დენტი (Richard Dent).

„ბანკიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ იპოთეკური კრედიტი დაფარულია. ეს ნამდვილად დიდი ქველმოქმედება გახლდათ. ასეთ რამეს არ ველოდით და გვჯერა, რომ ღვთის ჩარევის გარეშე არაფერი მოხდებოდა“, უთხრა ტელეარხს ხუცესმა.

ცნობილია, რომ ქველმოქმედს ვინაობის გამხელა არ სურს. ხელშეკრულება იპოთეკის შესახებ ხუცესმა მსახურებაზე, მრევლის თვალწინ საზეიმოდ დაწვა.

წელს ეს ეკლესია დაარსებიდან 115-ე წლისთავს აღნიშნავს. ღვთისმსახურებანი ამ ეკლესიაში 1903 წლიდან ტარდება.

წყარო: http://bog.news/

ჩატვირთვა...