აშშ-ს ერთ-ერთმა მეგაეკლესიამ მოამზადა 489 000 სადილი დევნილებისათვის

მეგაეკლესიამ Christ Fellowship, რომელიც აშშ-ს ათი ყველაზე დიდი ეკლესიის რიცხვში შედის, შეაგროვა 489 000 პროდუქტის ნაკრები ახლო აღმოსავლეთიდან დევნილებისა და ფლორიდაში მცხოვრებ ღარიბ ადამიანთათვის.

ეს უკვე მესამე აქციაა, სახელწოდებით «Make-a-Meal» (მოამზადე საჭმელი), რომელიც ეკლესიამ გამართა ფლორიდაში არსებული რვა საუნივერსიტეტო საცხოვრებლის ტერიტორიაზე. შაბათ-კვირის განმავლობაში 12 500 ადამიანი ამზადებდა საკვების ნაკრებს მშრალი პროდუქტებისაგან.

ფილიპ მაკკრაკენმა, ეკლესიის მისიის დირექტორის მოადგილემ, თქვა, რომ 300 000 ნაკრები გაეგზავნება დევნილებს სირიასა და ერაყში. დანარჩენი ნაკრებები კი ფლორიდაში მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს დაურიგდებათ.

„ვფიქრობ, ეს უბრალო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება, რომ გვიყვარდეს სხვები და ვეხმარებოდეთ ისე, როგორც ამას თავად უფალი იესო აკეთებდა“, ხაზი გაუსვა მსახურმა.

მაკკრაკენის თქმით, ადგილობრივმა ფერმერებმა, რომლებიც ხსენებულ ეკლესიაში დადიან, ამ საქმეს უამრავი კილოგრამი ბრინჯი და შაქარი შესწირეს. დანარჩენი პროდუქტების საფასური კი ეკლესიიდან იქნა გაღებული.

წყარო: http://www.christianpost.com

ჩატვირთვა...