აღმოსავლეთ ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერდა

ვარაუდობენ, რომ, სულ მცირე, 6 ათასმა მოქალაქემ და ამბოხებულმა დატოვა ალეპო, სირიის უდიდესი ქალაქი, ხუთშაბათის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ ქალაქის უმეტესი ნაწილი გაათავისუფლა, თუმცა გაერო შიშობს, რომ 50 ათასი ადამიანი კვლავ რჩება იქ.

რუსეთისა და თურქეთის მიერ დადებული შეთანხმების მიხედვით, ამბოხებულებს უნდა შეესუსტებინათ ალყა იდლიბის პროვინციის ქალაქებზე.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, იდლიბში არსებული ამბოხებულთა ყველაზე მსხვილმა დაჯგუფებამ, ჯაბჰატ ალ-შამის ჯიჰადისტებმა, რომლებიც ადრე ცნობილნი იყვნენ ნუსრას ფრონტის სახელწოდებით, განაცხადეს, რომ დაშავებულებს შეუძლიათ დატოვონ ქალაქები ფოუა და კეფრაია, სადაც 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

აღმოსავლეთ ალეპოში მიმდინარე ოთხწლიანი საშინელი ომის შედეგად ალეპოში ათასობით ადამიანი დაიხოცა, დაინგრა საავადმყოფოები და ამოიწურა საკვების მარაგი.

ეს ადამიანები იდლიბის იმ ნაწილებში გადაიყვანეს, რომლებიც ამბოხებულებს აქვთ დაკავებული.

ამასობაში, მთელ მსოფლიოში პროტესტს გამოთქვამენ და გმობენ სირიის მოქალაქეების მიმართ გამოჩენილ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ მათ.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...