აფეთქება პაკისტანში აღდგომის დღესასწაულზე

გუშინ, პაკისტანში, ქალაქ ლაჰორის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარდაიცვალა 69 მოქალაქე, დაშავებულია 300–მდე. მათ შორის უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. აფეთქება ქალაქის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, პარკში მოხდა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა, პაკისტანელ ქრისტიანებს შორის აღდგომის დღესასწაულის ზეიმის დროს აიფეთქა თავი.

აფეთქების შემდეგ ლაჰორში დაიხურა სავაჭრო დაწესებულებები და პარკები. ქალაქში გაგზავნილია დამატებითი სამხედრო დანაყოფები.ქალაქი ლაჰორი პაკისტანის უმსხვილესი პროვინციის – პანჯაბის ადმინისტრაციული ცენტრია. პაკისტანის პრეზიდენტმა დაგმო თავდასხმა და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ლაჰორი ტერორისტთა თავდასხმის ობიექტი 2008, 2009, 2010 წლებშიც გახდა. მათ შორის 2010 წლის ტერორისტული აქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა “თალიბანის ” ერთ–ერთმა განშტოებამ აიღო , მიმართული იყო პაკისტანელი ქრისტიანების წინააღმდეგ, აფეთქება, მაშინ ორ ქრისტიანულ ეკლესიასთან მოხდა.

27 მარტს განხორციელებულ ტერაქტზე, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

წყარო: http://www.bbc.com/news/world-asia-35908512

 

ჩატვირთვა...