აფეთქება კაიროს კოპტურ ეკლესიაში. ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის კათედრალთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. მისი გადაწყვეტილებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება ეკლესიასთან ორი დღის წინ მომხდარ აფეთქებებთან არის დაკავშირეული. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად კაიროში 7 სამართალდამცველი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ტერაქტების სერიაზე რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...