აუტისტი ბიჭუნას დაბადების დღეზე არავინ მივიდა. შემდეგ კი…

ფლორიდაში მცხოვრები პატარა ბიჭუნა, გლენ ბურატი, აუტიზმითა და ეპილეფსიითაა დაავადებული.

შვილის მეექვსე დაბადების დღისთვის მშობლები წვეულებისთვის მოემზადნენ, რომელზეც ბიჭუნას თექვსმეტივე თანაკლასელი მიიწვიეს. ბიჭუნა დილიდანვე ელოდა სტუმრებს, მაგრამ საღამომდე არავინ გამოჩენილა.

გლენის დედა, ეშლი, ისევე იმედგაცრუებული იყო, როგორც თავად ბიჭუნა და, როდესაც მან გლენს უთხრა, რომ არავინ მოვიდოდა, ბიჭუნას თვალები ცრემლებით აევსო. ბავშვი სათამაშოდ წავიდა, დედამ კი გადაწყვიტა თავისი იმედგაცრუება სოციალური ქსელის, ფეისბუკის, მეშვეობით გამოეხატა.

მან დაწერა, რომ, ალბათ, წუწუნი სისულელეა, მაგრამ გული უკვდება, როცა თავის ბიჭუნას ასეთ იმედგაცრუებულს ხედავს.

სულ ცოტა ხნის შემდეგ სტუმრებიც გამოჩნდნენ − უცნობი ადამიანები, ბავშვები და უფროსები მოვიდნენ გლენისათვის დაბადების დღის მისალოცად. წვეულების მთავარი სტუმარი კი შერიფი გახლდათ, რომელმაც ბიჭუნა თავისი შვეულმფრენით გაასეირნა. დედის სიტყვებით, გლენი სულ იღიმებოდა და ხელს იქნევდა, რაც ეშლის გულს სიხარულით უვსებდა.

ბიჭუნას საჩუქრები მოუტანეს დეპუტატებმა, შემდეგ მეხანძრეები და პოლიციელებიც გამოჩნდნენ. ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი დაბადების დღე ბიჭუნას ცხოვრებაში. ის დიდი მზადყოფნა, რომელიც სრულიად უცნობმა ადამიანებმა გამოხატეს იმისათვის, რომ გლენს ადამიანებში იმედი არ გასცრუებოდა, მართლაც, რომ შესანიშნავია.

სურათები:

 

 

ჩატვირთვა...