ატლანტის სახანძროს უფროსმა, რომელიც გაათავისუფლეს ჰომოსექსუალიზმზე შეხედულების გამო, საჩივარი შეიტანა დისკრიმინაციის საფუძველზე

ატლანტის სახანძროს ყოფილმა უფროსმა, კელვინ კოჰრანმა, შეიტანა ფედერალური საჩივარი, რომ ის არის რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგანაც მან დაკარგა სამსახური ჰომოსექსუალიზმისადმი გაზრდილი ინტერესის შესახებ, თავისი შეხედულებების დაწერის გამო.

კოჰრანი, რომელიც ასევე დიაკვნურ მსახურებას ასრულებს ელიზაბეტის ბაპტისტურ ეკლესიაში, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მის წიგნში„ვინ გითხრათ, რომ შიშვლები ხართ?“, რომელიც საკუთარი ხარჯებით გამოაქვეყნა 2013 წელს, აღმოაჩინეს სადაო მონაკვეთები ჰომოსექსუალიზმზე.

AJC –  ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოჰრანი გაათავისუფლა ატლანტის მერმა, კასიმ რიდმა, მასთან შეკამათების შემდეგ ჰომოსექსუალიზმზე მისი შეხედულების გამო, რომელზეც მან განაცხადა, რომ იგი არის “მიუღებელი, ვულგარული და სამსახურისთვის შეუსაბამო”.

სარჩელი თანაბარი დასაქმების შესაძლებლობის კომისიაში შეიტანა მისმა ადვოკატმა, ჯონათან ქრუმლიმ, რომელიც ამტკიცებს, რომ კოჰრანის გათავისუფლება ეწინააღმდეგება 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტს.

„ამერიკელებს აქვთ უფლება იცხოვრონ სამსახურის დაკარგვის შიშის გარეშე, მათი რწმენის და შეხედულებების მიუხედავად. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა სამართლებლივი ვარიანტების შეფასებას კოჰრანის გასამართლებლად, მისი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.“ – განუცხადა ქრუმლიმ AJC -ს.

ქრუმლი არის თავისუფლების დაცვის ალიანსის წევრი.ორგანიზაციისა, რომელიც იცავს რელიგიის თავისუფლებას.

ატლანტის სპიკერმა, ანი ტორესმა, AJC – ის  განუცხადა, რომ ქალაქი დაიცავს მერის გადაწყვეტილებას „EEOC-ის ადმინისტრაციული პროცესის ან რაიმე სხვა შესაბამისი ფორუმის მეშვეობით“.

რაიან ანდერსონმა, უილიამ სიმონსის თანამშრომელმა რელიგიის და თავისუფალი საზოგადოების საკითხებში მემკვიდრეობის ფონდში, განაცხადა, რომ „რიგით ამერიკელებს, ორივე მხარეს, როგორც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ესმით, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა ისჯებოდნენ მათი, როგორც რიგითი მოქალაქეების მოსაზრებების გამო“.

„ეს შემთხვევა, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ ზოგიერთი აქტივისტი როგორ უბიძგებს ტრადიციული რწმენის მქონე ადამიანების შავ სიაში შეყვანისკენ.” – განაცხადა ანდერსონმა.

ამერიკელების უმეტესობას არ მოსწონს ეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აქტივისტი უბიძგებს ამისკენ, რიგით მოქალაქეებს, ერთსქესიანთა მომხრეები არიან ისინი თუ მოწინააღმდეგეები, არ სურთ, რომ მთავრობა რაიმე სახით ზემოქმედებდეს ადამიანთა შეხედულებებზე და რწმენაზე ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით“.

წყარო: http://dailysignal.com/

ჩატვირთვა...