ასია ბიბი − მეშვიდე შობა სიკვდილმისჯილთა საკანში

ასია ბიბი − 45 წლის პაკისტანელი ქალი, 5 შვილის დედა, უკვე მეშვიდე შობას შეხვდა სიკვდილმისჯილთა საკანში. მან სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა განხილულიყო, მაგრამ, მოულოდნელად, მოსამართლე გადადგა და საქმე გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ასია ბიბის სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს ღვთის გმობის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიადანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

უილიამ სტარკმა, საერთაშორისო ქრისტიანული საზოგადოების რეგიონალურმა მენეჯერმა სამხრეთ აზიაში, მედიაპორტალთან − christian post − საუბრისას განაცხადა: „იმედი მაქვს, 2017 წელს, პაკისტანის მთავრობა ახალს სხდომას ჩაატარებს, სადაც ასია ბიბის საქმეს განიხილავენ და თუ საქმეს არსებითად გამიოიძიებენ, აღმასრულებელ სასამართლოს მისი გათავისუფლების გარდა სხვა გზა არ ექნება.“

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...