ასია ბიბის საქმის განხილვა პაკისტანის უზენაეს სასამართლოში, ივნისში შედგება

0 132

   „ პაკისტანის უზენაესი სასამართლო ღვთის გმობაში ბრალდებული, ასია ბიბის საქმეს  სავარაუდოდ ივნისში განიხილავს,“ – ინფორმაციას მედიაპორტალი AsiaNews  ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ  საქმის განხილვა გასული წლის ოქტომბერში გადაიდო მას შემდეგ, რაც სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე საქმეს ჩამოაშორეს.

ქრისტიან დედას 2010 წელს რაიონულმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა, მას ბრალს საკუთარი თანამშრომლები სდებდნენ და აცხადებდნენ რომ ასია ბიბიმ შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარმეტყველ მუჰამედს.

ბიბიმ უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 2014 წელს ორმა მოსამართლემ ძალაში დატოვა სიკვდილის განაჩენი.

მისი საჩივარი 2016 წლის, ოქტომბერშიც გადაიდო, როდესაც  ერთ-ერთი მოსამართლე იქბალ ჰამიდ-ურ-რეჰმანი საქმეს ჩამოაშორეს, რადგან ის გახლდათ ისლამაბადის უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე, როცა სასამართლომ დამნაშავედ სცნო მუმთაზ ქადრი, პენჯაბის გუბერნატორის სულემან ტაზერის მკვლელი. ორივე საქმე ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან პენჯაბის გუბერნატორი მოკლეს იმის გამო, რომ ასია ბიბის უჭერდა მხარს.

„ახლა ის გისოსებს მიღმა იმყოფება და 7 წლის მანძილზე მზე და მთვარე არ უხილავს“ – აცხადებენ პაკისტანელი ქრისტიანები.

1990 წლიდან მოყოლებული, პაკისტანში მომხდარი მოვლენების გამო ათობით ადამიანია მოკლული. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის კანონი კონკრეტულად არ განმარტავს დანაშაულს, იგი მაინც ადგენს, რომ სასჯელი სიკვდილია.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასია ბიბის შემთხვევა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ „ღვთის გმობის“ ამკრძალავი კანონი შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული.

მრავალი ორგანიზაცია დღემდე აგრძელებს ბრძოლას ასია ბიბის თავისუფლებისთვის.

 

წყარო

ჩატვირთვა...