ასია ბიბის გამართლების შემთხვევაში ისლამური დაჯგუფებები მოკვლით ემუქრებიან

0 187

ასია ბიბი პაკისტანელი ქრისტიანი ქალია, რომელიც ღვთის გმობის ბრალდებით სიკვდილმისჯილთა საკანში, სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვას წლებია უშედეგოდ ელოდება. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი კვირის ბოლომდე უნდა გამოიტანოს.

ასია ბიბის ქმარი და ადვოკატი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მაგრამ მუსლიმანი რადიკალები  და ექსტრემისტული დაჯგუფებები იმუქრებიან, რომ მისი გამართლების შენთხვევაში მას ცოცხალს არ დატოვებენ. ისინი ასევე იმუქრებიან არეულობით ქვეყანაში.

ასია ბიბის − 45 წლის პაკისტანელ ქალს, 5 შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს გამოუტანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის სახელის შეურაცხყოფის ბრალდებით. 2009 წლის ივნისში ის კენკრას კრეფდა სხვა ქალებთან ერთად პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორში. მან იმავე თასიდან დალია წყალი, საიდანაც მუსლიმანი ქალები სვამდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მუსლიმანი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ ამ სიტყვების გამო ის ღვთის გმობაში დაადანაშაულეს ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

p.s. გთხოვთ ილოცოთ ასია ბიბისთვის და მისი ოჯახისთვის. 

წყარო

 

ჩატვირთვა...