“არ მინდა საჩუქრები, მომაკვდავი ბავშვისთვის ვილოცოთ” – პატარა ბიჭუნას თხოვნა სანტას

პრესტინ ბარნეტი 4 წლისაა. მისი საახალწლო სურვილი წელს არ არის სათამაშო მანქანები ან საყვარელი მულტფილმის გმირების ნახვა, მას ერთადერთი თხოვნა აქვს სანტასთან – მოახდინოს საშობაო სასწაული.

ფოტო, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიარა და ინტერნეტმომხმარებლებს გულები გაუთბო, სამხრეთ კაროლინაში, ადგილობრივ სავაჭრო ცენტრშია გადაღებული. პრესტინმა სანტას დანახვისთანავე მიირბინა მასთან და სთხოვა, ერთად ელოცათ პატარა ბიჭუნასთვის, რომელიც სიკვდილს ებრძვის. ყველაზე ემოციური ამ ფაქტში ისაა, რომ 4 წლის პრესტინი არასდროს შეხვედრია ბიჭს, რომლის გადარჩენასაც სანტას სთხოვს. პრესტინის დეიდის, ლორენ შარპის თქმით, ბავშვზე ძალიან იმოქმედა 2 თვის ნოქსის ამბავმა, რომელიც რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ლას ვეგასის ჰოსპიტალში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ვირუსულმა ფოტომ ავადმყოფი პატარას მშობლებსაც კი დაავიწყა ტკივილი: “ახლა საშინელ ტკივილს განვიცდით, ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ როცა ეს საოცარი ფოტო ვნახე და გავიგე, რომ ჩემი შვილისთვის ამ პატარა ბიჭმა ასეთი რამ გააკეთა, ბედნიერება ვიგრძენი”, – ამბობს ინტერვიუში 2 თვის ნოქსის დედა.

 

dailymail.co.uk-ის მიხედვით

წყარო: ambebi.ge

ჩატვირთვა...