არქეოლოგებმა გალილეის ტბასთან ახლოს ანტიკური ხანის ეკლესიები აღმოაჩინეს

გალილეის ტბასთან ახლოს მდებარე ანტიკური ქალაქის ჰიპოსის (იგივე სუსიტა) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს მიწის ქვეშ მდებარე ეკლესიათა ერთობლიობა, რომლებიც შეიძლება თარიღდებოდეს მეხუთე-მეექვსე საუკუნეებით. ექსპედიციამ აღმოაჩინა, დაახლოებით, შვიდი ადგილი, სადაც ქრისტიანები ღმერთს თაყვანს სცემდნენ. ეს მიგვანიშნებს იმ დროს არსებულ ქრისტიანულ თემებს შორის არსებულ ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე.

ჰიპოს-სუსიტა იყო ერთ-ერთი რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონის 10 ქალაქს შორის (დამასკოსთან ერთად). ეს რეგიონი მოიცავდა დღევანდელ ისრაელს, იორდანიასა და სირიას. ამ არქეოლოგიური გათრხების შედეგად ცხადი ხდება, რომ იმდროინდელი ქრისტიანები ცდილობდნენ, რაც შეიძლება ახლოს აეგოთ თავიანთი ეკლესიები. ასევე, ცხადი ხდება ისიც, რომ მაშინ ჩვეული მოვლენა იყო სხვადასხვა ეკლესიების ერთ ადგილას განლაგება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სხვადასხვა დროსაც ყოფილიყო აშენებული.

„ჰიპოსი ათასობით წლის განმავლობაში დასახლებული პუნქტი იყო, მაგრამ, გარკვეული მიზეზით, ეს ადგილი მოსახლეობამ დატოვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მოსახლეობის მიერ რწმენის დაკარგვით ან რამდენიმე ქრისტიანული თემის არსებობის შეწყვეტით“, – განმარტავს პროფესორი მარკ შულერი.

 

წყარო:

თარგმანი: გიორგი ფიროსმანაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

http://www.sportsbests.com/

ჩატვირთვა...