ამერიკელი მისიონერი საკუთარი ცოლისა და შვილის თვალწინ მოკლეს

0 356

ამერიკელი მისიონერი და რვა შვილის მამა, ჩარლზ ვესკო, კამერუნში, საკუთარი ცოლისა და შვილის თვალწინ მოკლეს.

ვესკო და მისი ოჯახი ინდიანიდან ერთი თვის წინ ჩავიდნენ კამერუნში, რათა მისიონერული მსახურება გაეწიათ აფრიკელი ერისთვის, ისინი ორი წლით დარჩენას გეგმავდნენ.

ვესკო ბამენდას გარეუბანში ცხოვრობდა, კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ ინგლისურენოვან რეგიონში, რომელშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არეულობა და კონფლიქტია.

ვესკო და მისი მეუღლე სტეფანი, ერთ ვაჟთან და სხვა მისიონერთან ერთად, საყიდლებზე მიდიოდნენ, როდესაც მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ვესკოს ორი ტყვია მოხვდა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და 43 წლის ვესკო გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დაუდგენელია.

ბოლო 18 თვის განმავლობაში, ძალადობის ფაქტები გახშირდა, 2 000-მდე ადამიანია მოკლული და 170 სოფელი – გადამწვარი კამერუნის ინგლისურენოვან რეგიონებში.

წყარო

 

ჩატვირთვა...