ამერიკელი გუბერნატორის ვეტო რელიგიურ თავისუფლებას

ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა რელიგური თავისუფლების კანონს ვეტო დაადო. ანალოგიურმა კანონპროექტმა, მანამდე, სკანდალი და პროტესტი გამოიწვია ინდიანასა და სხვა შტატებში. კანონის მიღების შემთხვევაში, რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება ეძლეოდათ უარი ეთქვათ ლგბტ პირების მომსახურებაზე. რელიგიურ პირს კანონიერი უფლება ექნებოდა არ დაერეგისტრირებინა ერთსქესიანთა ქორწინება. ეს კანონპროექტი მისმა მოწინააღმდეგეებმა დისკრიმინაციად და ლგბტ პირების უფლებების შელახვად მიიჩნიეს.

შტატის გუბერნატორი ბიზნესის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, კერძოდ კი ნაციონალურმა საფეხბურთო ლიგამ, კოკა–კოლამ, Warner Bros–მა და უმსხვილესმა საკაბელო კომპანიამ AMC –მა განაცხადეს , რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში ჯორჯიის შტატში ბიზნეს საქმიანობას შეწყვტდნენ. პროტესტს შეუერთდნენ ჰოლივუდის მსახიობებიც და კომპანიებმა Disney–იმ და Marvel–მა ჯორჯიის შტატში კინოგადაღებების შეწყვეტის პირობა დადეს.

“ჩემი გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ხასიათიდან: ჯორჯიის შტატი მისაბაძია, რადგან აქ ცხოვრობენ მოსიყვარულე, კეთილი და გულუხვი ადამიანები ..” – აღნიშნა გუბერნატორმა.

“გუბერნატორის გზავნილი იყო მკაფიო : ეს სავალალო კანონმდებლობა საფრთხეს უქმნიდა ბიზნესს და საერთოდ, ჯორჯიის შტატის მომავალს. დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის ადგილი არ არის 21– ე საუკუნეში.”– განაცხადა ლგბტ საზოგადოების უფლებების დამცველმა ჩად გრიფინმა.

P.S აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უფლებების თავგამოდებულ დამცველთ, (როგორღაც) მხედველობიდან გამორჩათ ადამიანთა რელიგიური თავისუფლება…საინტერესოა სიტყვა “თავისუფლების” დღევანდელი დეფინიცია, როგორც ჩანს, ის მხოლოდ სქესობრივ თავისუფლებას გულისხმობს…..

წყარო: http://www.bbc.com/news/world-us-canada-35912227

ჩატვირთვა...