ამერიკაში შავკანიანთა კიდევ ერთი და რიგით მერვე ეკლესია დაიწვა

150701-church-695x391Mount Zion-ის აფრო-ამერიკული მეთოდისტური საეპისკოპოსო ეკლესია გრილვილში, გასულ სამშაბათს დაიწვა. ეს არის მერვე „შავკანიანთა ეკლესია“ ამერიკის სამხრეთში , რომელიც დაიწვა ბოლო ათი დღის განმავლობაში.

გრილვილს, რომელიც მდებარეობს ჩარლსტონიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 60 მილზე, ადრეც უნახავს მსგავსი ხანძარი, იუწყება ჩარლსტონის „Post and Courier“ . Mount Zion მთლიანად იქნა დამწვარი კუ-კლუქს-კლანის მიერ 1995 წელს, როდესაც ორი წლის განმავლობაში დაიწვა შავკანიანთა 30 ეკლესია.

„გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაიწყება მისი სრულად ლიკვიდირების შემდეგ.“ – განუცხადა სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო სააღსრულებლო განყოფლების უფროსმა მარკ კელმა „Post and Courier“-ს. მან აღნიშნა, რომ ჭექა – ქუხილს, რომელიც თავს დაატყდა ქალაქს სამშაბათს საღამოს, შესაძლოა გამოეწვია ხანძრის გაჩენა ეკლესიაში.

მეტეოროლოგმა პიტერ მოჰილმა გაზეთს განუცხადა, რომ საღამოს 7 საათზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მართლაც დაფიქსირდა არაერთი მეხი, მაგრამ გახდა თუ არა ეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას იგი ვერ ადასტურებს.

მრევლი სამხრეთის მასშტაბით იკვლევს ზარალს, რომელიც მსგავსი ხანძრების სერიამ გამოიწვია ამ კვირაში, SPLC აცხადებს, რომ „ხანძრების სერია“ დაიწყო კნოქსვილში 21 ივნისს და გაგრძელდა მაკონსა და გიბსონში, ასევე ტენესში 23 ივნისს; ამას მოჰყვა ჩარლოტი 24 ივნისს; 25 ივნისს ხანძარი მძვინვარებდა ელირიასა და ოჰაიოში, 26 ივნიის კი ეკლესიები დაიწვა თალაჰასში და ვარენვილში.
სამი ხანძრის მიზეზად მიზანმიმართული ცეცხლის წაკიდება დადგინდა, ერთის მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა, ხოლო სხვა შემთხვევებზე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით დანარჩენი შემთხვევები შესაძლოა მეხს გამოეწვია.

„The Post and Courier“- ი იხსენებს 1995 წლის განადგურების შემდეგ, აღდგენილი Mount Zion -ის გახსნაზე პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ წარმოთქმულ მიმართვას :

„Mount Zion-ის მრევლმა გვაჩვენა სიმტკიცე განადგურების უარყოფით და ახალი ეკლესიის აშენებით. უამრავი ადამიანი დადგა თქვენს გვერდით, პასტორმა მითხრა, რომ მას აქვს შემოწირულობები მთელი მსოფლიოდან ეკლესიის ხელახლა ასაშენებლად. რამდენიმე დღეში ჩვენ გავიგონებთ ამ ეკლესიიდან გამომავალ მხიარულ ხმას… მე მინდა ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, ვდგავართ რა ამ კურთხეულ მიწაზე , რომ დაეხმაროს ჩვენს ეკლესიას აშენებაში, რომ აღვადგინოთ იმედი, რათა ვაჩვენოთ ბოროტ ძალებს რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ“.

ჩატვირთვა...