ალ-აზჰარის უნივერსიტეტმა დაგმო ლიბიაში ეთიოპიელ ქრისტიანთა დახოცვა

Al-Azhar-Mosque-in-Cairo-egypt-8კაირო. 22 აპრილი. კაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტმა – სუნიტური ისლამის სწავლების ყველაზე ავტორიტეტულმა   ცენტრმა დაგმო ლიბიაში, „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ, 28 ეთიოპიელი ქრისტიანის მკვლელობა.

ალ-აზჰარის ულემებმა ამ მკვლელობას უწოდეს „ყველაზე ამაზრზენი დანაშაული, რაც ნებისმიერი რელიგიისა და კანონისათვის მიუღებელია“. ისლამურმა უნივერსიტეტმა თანაგრძნობა გამოუცხადა ეთიოპიის ხელისუფლებასა და ხალხს, განსაკუთრებით, დახოცილთა ახლობლებს.

ჩატვირთვა...