ალეპოში სკოლის დაცხრილვის შედეგად შვიდი ბავშვი გარდაიცვალა

20 ნოემბერს ალეპოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რაიონში, ისლამური სახელმწიფოს მიერ სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, სირიის სახელმწიფო ტელევიზია ალეპოს სამთავრობო ნაწილის დაცხრილვის შედეგად, სულ მცირე, ათი დაღუპულის გვაწვდის ინფორმაციას. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, დაბომბვების შედეგად არცერთი დიდი საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.

წყარო: http://www.reuters.com/

ჩატვირთვა...