ალეპოში მცხოვრები ქრისტიანები აგრძელებენ მახარებლობას და მსახურებას

აშშ-ს კონგრესმენი ტულსი გაბარდი ესტუმრა პრესვიტერიანულ ეკლესიას სირიის ქალაქ ალეპოში. არსებულ საფრთხეთა მიუხედავად ეკლესია აგრძელებს მსახურებას. მორწმუნეთა თემის ღვთისმსახურებმა განმარტეს ის მოტივები, რომელთა გამოც რჩებიან დანგრეულ ქალაქში.

სირიელ ქრისტიან დევნილებს უჭირთ აშშ-ში მოხვედრა. 2016 ფინანსური წლის განმავლობაში აშშ-მ მიიღო 12 587 სირიელი დევნილი. მათგან მხოლოდ 64 ანუ 0,5% იყო ქრისტიანი. სულ სირიელთა მხოლოდ 10%-ია ქრისტიანი. გაეროს ცნობით, სულ უფრო და უფრო მეტი ქრისტიანი დევნილი ითხოვს თავშესაფარს. ქრისტიანები კი ამბობენ, რომ მათ სდევნიან გაეროს ბანაკებში და ამიტომაც არ სურთ იქ ცხოვრება, თუმცა თუ იქ არ დარჩებიან, დაკარგავენ დევნილის სტატუსს.

ბევრი ქრისტიანი გარბის სირიიდან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ხოლო ზოგი დარჩენას ამჯობინებს.

ალეპო ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა ამ ნანგრევებს შორის მაინც აგრძელებს ცხოვრებას მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული მორწმუნეთა თემი. კონგრესმენი ტულსი გაბარდი მათ იმისათვის ესტუმრა, რომ ეკითხა, რისთვის რჩებიან ისინი იქ.

„მათ მთლიანად დაბომბეს ეკლესია,“ ამბობს დაზარალებული ეკლესიის მღვდელი. „შემდეგ კი უხაროდათ და ამაყად აცხადებდნენ თავიანთ ვებ-გვერდებზე: ‘ჩვენ გავანადგურეთ ადამიანები, რომლებიც სამ ღმერთს ეთაყვანებოდნენ,’ ისინი ხომ მიიჩნევენ, რომ ჩვენ, ქრისტიანებს სამი ღმერთის გვწამს. ჩვენ კი აქ იმისათვის მოვედით, რომ ვთქვათ: ისინი ფიქრობდნენ, რომ ეკლესია შენობაა, მაგრამ ეკლესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ შენობა. ეკლესია ეს თემია და ჩვენ ვიცით, რომ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ წუთისოფლისათვის მარილი და ნათელი.“

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ალეპოში მცხოვრები პრესვიტარიანელები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ მახარებლობას თავიანთ ქალაქში.

წყარო: http://mhn.emmanuil.tv/

ჩატვირთვა...