ალაბამის საფეხბურთო გუნდმა თეთრ სახლში პრეზიდენტისთვის ილოცა

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ალაბამის საფეხბურთო გუნდს (Alabama’s Crimson Tide) სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციის ეროვნულ ჩემპიონატში (NCAA National Championship) მათი გამარჯვების აღსანიშნავად.

მალე ეს სტანდარტული შეხვედრა ღვთისმსახურების შესაძლებლობად იქცა ალაბამის უნივერსიტეტის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, მოთამაშეები მიუახლოვდნენ მას და ლოცვა დაიწყეს. პრეზიდენტს თავი ჰქონდა დახრილი, როცა ერთ-ერთ მოთამაშეს მის მხარზე ედო ხელი და ლოცულობდა მისთვის.

„თითოეული თქვენგანი დღეს აქ თავისი ერთგულების, გულმოდგინებისა და საოცარი გუნდური მოქმედების გამოა“, – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამერიკამ გაიგო, რომ ალაბამას საფეხბურთო გუნდმა იცის, როგორ მოიგოს და აგრძელებს კიდეც მოგებას. ამას ხელს უწყობენ დიდებული მწვრთნელი და კლუბის დირექტორი.“

ჩატვირთვა...