ალაბამას კინოთეატრმა უარი თქვა „ურჩხულისა და მზეთუნახავის“ ჩვენებაზე მასში წარმოდგენილი ჰომოსექსუალისტი პერსონაჟის გამო

ალაბამას კინოთეატრმა გადაწყვიტა აღარ უჩვენოს დისნეის მიერ გადაღებული ფილმი „ურჩხული და მზეთუნახავი“, რადგან ფილმში „ჰომოსექსუალისტი პერსონაჟია“ წარმოდგენილი.

„მათ, ვინც ჯერ არ იცის, ვეტყვით, რომ ფილმი ‘ურჩხული და მზეთუნახავი’, პირველად, წარმოგვიდგენს ჰომოსექსუალისტ პერსონაჟს. პროდიუსერი იმასაც აცხადებს, რომ ფილმის დასასრულს ‘ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ წყვილებს სიურპრიზი ელოდებათ’. ჩვენ თუ ჩვენი პატარა შვილიშვილების წაყვანას ვერ შევძლებთ ფილმის სანახავად, მაშინ უფლება არ გვაქვს, რომ ამ ფილმს ვუყუროთ,“ დაწერა კინოთეატრის თანამშრომელმა (Henagar Drive-In Theatre) თავისი ფეისბუკის გვერდზე პარასკევს, სამ მარტს.

რეჟისორმა ბილ კონდონმა (Bill Condon) Attitude Magazine-ს, რომელიც ჰომოსექსუალისტებისათვის განკუთვნილი წამყვანი ინტერნეტ-ჟურნალია ბრიტანეთში, განუცხადა, რომ ფილმში „ურჩხული და მზეთუნახავი“ წარმოდგენილი იქნება ‘განსაკუთრებული გეი მომენტი“ და ჰომოსექსუალისტის, ლეფოს, როლს შეასრულებს ჯოშ გედი, რომელიც თავზეხელაღებული არამზადის, გასტონის, მეგობარია (ლუკ ევანსი).

„დისნეის“ ამ შემოქმედებითი არჩევანი არ შეესაბამება ალაბამაში მდებარე თეატრის ხელმძღვანელობის ქრისტიანულ ფასეულობებს.

„ვიცით, რომ იქნებიან ისეთ ადამიანებიც, რომლებიც არ დაეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას. არა უშავს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანები ვართ. ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ბიბლიის სწავლებას და არ დავიხევთ უკან. გავაგრძელებთ ისეთი ფილმების ჩვენებას, სადაც ოჯახზეა ყურადღება გამახვილებული, რათა თავისუფლად მოხვიდეთ და ფილმს თავიდან ბოლომდე ისე უყუროთ, რომ არ შეშფოთდეთ სექსის, სიშიშვლის, ჰომოსექსუალიზმის ან ბილწსიტყვაობის გამო. გმადლობთ მხარდაჭერისათვის!“ წერს კინოთეატრის ხელმძღვანელობა.

„დისნეის“ ამ ახალი ფილმის ჩვენება 17 მარტს იქნება ნაჩვენები კინოთეატრებში.  ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ემა უოტსონი, ევან მაკგრეგორი, დენ სტივენსი, იან მაკკელენი და ემა თომპსონი.

წყარო: http://www.msn.com

ჩატვირთვა...