ავიაკატასტროფა კუბაში: დაღუპულია ოცი ხუცესი საკუთარ მეუღლეებთან ერთად

0 907

ოცი პროტესტანტი ხუცესი და მათი მეუღლეები დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში პარასკევს, 18 მაისს. ისინი ჰავანაში იმყოფებოდნენ ნაზარეველთა ეკლესიის მიერ გამართულ სემინარზე და შინ ბრუნდებოდნენ ქალაქ ოლგინში.

თვითმფრინავი Boeing 737-200 ჩამოვარდა ჰავანაში მდებარე ხოსე მარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში. ლაინერი ეკუთვნოდა მექსიკურ კომპანიას Global Air, რომელიც არენდით ჰქონდა აღებული კუბურ ავიაკომპანიას Cubana de Aviación. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ თვითმფრინავი ორმოცი წლის წინ იყო აწყობილი და დიდი ალბათობით, გაუმართავი იქნებოდა.

თვითმფრინავის ბორტზე ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ სამი გადარჩა.

წყარო

ჩატვირთვა...