„სუპერწიგნმა“ მოზარდი ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლა

0 160

ფსიქოლოგთა აზრით, ვიდეოთამაშებით ზედმეტად დიდი ხნით თამაში ანადგურებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით, ბავშვთა ნერვულ სისტემას, რომელიც სუსტადაა განვითარებული. ვიდეოთამაშები ასევე მოქმედებს ბავშვის ტვინზე და წარმოშობს ყურადღების, ემოციების მართვის და მოთმინების პრობლემებს.

სწორედ ასე, 11 წლის ვიეტნამელი ბიჭი ვიდეოთამაშებისადმი მიჯაჭვულობამ მიიყვანა დეპრესიამდე და სუიციდურ ფიქრებამდე.

მინ ვიეტის მიჯაჭვულობა ძალადობრივი ვიდეოთამაშებისადმი დაიწყო 8 წლის ასაკში და მას შემდეგ ის ბევრ საათს უთმობდა აღნიშნულ თამაშებს. მას თვალების ხშირი ხამხამი  და ძლიერი ტკივილი დაეწყო. გარდა ამისა, თამაშებმა ბიჭუნა თვითმკვლელობაზე დააფიქრა. ერთხელ დედამისი ეჩხუბა და წაართვა მას IPAD.

მინმა თქვა: „მე დანაღვლიანებული ვარ, თავის მოკვლა მინდა.“ როდესაც ჰკითხეს, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, მან უპასუხა, რომ „ვიდეოთამაშებში გმირები, ასეთ შემთხვევაში, სახურავებიდან ხტებოდნენ.“

ნოკან ლე,  ვიეტის დედა, ამბობს, რომ ის ძალიან აღელდა, როდესაც შვილმა ეს უთხრა. „ის ამბობდა, რომ თავს მოიკლავდა. მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მისგან უფროსები მოელიან. ის ფიქრობს, რომ უიღბლოა.“

ნოკანმა, როგორც ქრისტიანმა, იცოდა, რომ ლოცვას და ღვთის სიტყვას შეეძლო მისი შვილის პრობლემის გადაჭრა. მაგრამ, გარდა ამისა, მან ისიც იცოდა, რომ მის ბიჭს სჭირდებოდა რაღაც, რაც მის ყურადღებას მიიქცევდა მეტად, ვიდრე ვიდეოთამაშები.

„სუპერწიგნის“ გმირები ვიეტნამში შესაფერის დროს ჩავიდნენ და ჩაიტანეს ბიჭუნას მშობლიურ ენაზე ნათარგმნი მულტფილმები. ნოკან ლე ძალიან გახარებული იყო, რომ მინ ვიეტი დაინტერესდა „სუპერწიგნით.“  

„მას ძალიან უყვარს ‘სუპერწიგნი’. ის ვიდეოთამაშებიდან კეთილ და დამრიგებლურ მულტფილმებზე გადავიდა. იგი ახლა უფრო კარგად იგებს ბიბლიას. ხანდახან მეუბნება, რომ თავს ძალიან ცოდვილად გრძნობს, მაგრამ ღმერთმა ის იხსნა, ღმერთი მის გულს შეეხო, სკოლაშიც კი ამჩნევენ ბავშვის წარმატებასა და მიღწევებს. – აღნიშნა ბიჭუნას დედამ.

„სუპერწიგნის“ წყალობით მინმა გაიგო, თუ როგორ ძლიერ უყვარს ის უფალ იესოს. „მე მიყვარს იესო, რადგან მან გადამარჩინა მე. – ამბობს მინ ვიეტი. ვიეტნამში 7000 ბავშვი შეისწავლის ღვთის სიტყვას „სუპერწიგნის“ მეშვეობით.

CBN ვიეტნამის“ თანამშრომლები ლოცულობენ, რომ მეტმა ეკლესიამ გამოიყენოს ეს სასწავლო პროგრამა, რათა ეშმაკის მიერ მოტყუებული ბავშვები, როგორიც მინ იყო, გადარჩნენ. მინ ვიეტი თავის მეგობრებს „სუპერწიგნის“ გაკვეთილებზე იწვევს, განსაკუთრებით მათ, რომელთაც სჭირდებათ ვიდეოთამაშებისგან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.

„საიგონეში მეგობარი მყავს, რომელიც ვიდეოთამაშებითაა გატაცებული. მე ვუთხარი მას, შეწყვიტოს თამაში და ამის ნაცვლად ‘სუპერწიგნს’ უყუროს! – თქვა მინ ვიეტმა.

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...