300 რაკეტა ისრაელის წინააღმდეგ და საპასუხო იერიში ღაზის სექტორში

7 2 847

12 ნოემბრის ღამეს „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და მათი უმრავლესობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. გამოცემა Times of Israel-ი სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელში ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთი ადამიანი დაიღუპა, მისი ცხედარი ოთხსართულიან შენობაში იპოვეს, რომელსაც რაკეტა დაეცა. დაშავდა 52 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საპასუხო იერიშის შედეგად ღაზის სექტორში განადგურებულია 70-ზე მეტი სამიზნე, მათ შორის, პალესტინის ისლამური მოძრაობა „ჰამასის“ ოფიციალური მედია Al-Aqsa TV-ის შენობაც. დაღუპულია სულ მცირე შვიდი პალესტინელი. კონფლიქტის ესკალაციის გამო ისრაელმა ღაზის სექტორთან განათავსა დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის საზღვარზე დაძაბულობა 2018 წლის მარტიდან გამწვავდა, როდესაც სამშვიდობო პროტესტი მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა 14 მაისს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ჰამასი 1987 წელს დაფუძნდა. ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს.

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ქართველებისთვის, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092″.

p.s. გთხოვთ, ილოცოთ ისრაელისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ისრაელში.

ჩატვირთვა...