პიტსბურგის სინაგოგაში ანტისემიტმა თავმდამსხმელმა 11 ადამიანი მოკლა

0 78

პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 27 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მოგვიანებით 46 წლის კაცი პოლიციას ჩაჰბარდა. განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულია თერთმეტი და დაჭრილია ექვსი ადამიანი. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის რობერტ ბაუერსი სინაგოგაში სკანდირებდა ფრაზას „ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს.“

პროკურატურამ დაკავებულს 29 სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალი. მათ შორის ძალადობისა და თავდასხმის ბრალდებით. მთავარი პროკურორის, ჯეფ სეშენსის განმარტებით, შესაძლოა დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ.

პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სინაგოგებთან კონტროლი გამკაცრდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ისრაელში რამდენიმე მუნიციპალური შენობა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

“შეძრული ვარ პიტსბურგში სინაგოგაზე განხორციელებული საშინელი თავდასხმით. ისრაელის მოსახლეობა გლოვობს გარდაცვლილთა ოჯახებთან ერთად. სოლიდარობას ვუცხადებთ პიტსბურგის ებრაულ სათვისტომოს და როგორც ამერიკელი ერი, აღშფოთებულები ვართ ანტისემიტიზმის ამ შემზარავი აქტით,“ – ნათქვამია ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც დაგმო თავდასხმა.

ჩატვირთვა...