იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.
„პალესტინამ თვალი უნდა გაუსწოროს არსებულ რეალობას“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარიზში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მისი თქმით, უკვე სამი ათასი წელია იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია და ის სხვა არც ერთი ხალხის დედაქალაქი არ ყოფილა.”- წერა BBC.
„იერუსალიმთან ებრაელი ხალხის ათასწლოვანი კავშირის განხილვაზე მსჯელობა აბსურდია. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთ, ძალიან კარგ წიგნში − ბიბლიაში.“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან პალესტინის ლიდერს მოლაპარაკებაც შესთავაზა და ამ მოწოდებას „მშვიდობის ჟესტი“ უწოდა.
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. თავის მხრივ, მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, „საერთაშორისო კონსენსუსის“ მომხრე იქნება მომავალშიც.