პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ ცენტრალური საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელმა ოსლოს ხელშეკრულება გაანადგურა. ინფორმაციას ებრაული გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
აბასმა შესაბამის უწყებას დაავალა გადახედოს ისრაელთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელი უკვე აღარ ასრულებს.
„ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა სახეში სილის გაწვნაა და პალესტინა ხელის შესაბრუნებლად მზად არის“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პალესტინასა და ისრაელს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.