დონალდ ტრამპი: „ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც მისცემენ ხმას გაეროს რეზოლუციას ისრაელის შესახებ.”

0 154

20 დეკემბერს, გაეროს საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ გაეროს რეზოლუციას ისრაელის შესახებ. ეს რეზოლუცია   იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ყველა ეს სახელმწიფო ასობით მილიონ დოლარს იღებს ჩვენგან, შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მათ ხმებს”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონში “დაიმახსოვრებენ სახელებს” იმ ადამიანებისა, რომლებიც მხარს დაუჭერენ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების გაუქმებაზე რეზოლუციას, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ  განაცხადა.

“როგორც არ უნდა დაგეგმოთ ხმის მიცემა, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი და აშშ თქვენს ხმებს პირად ანგარიშზე მიიღებს. ქვეყნის ლიდერი განსაკუთრებით აკვირდება ამ ხმის მიცემას. მან მომთხოვა, რომ დამესახელებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მისცემს ხმას”, – განუცხადა ჰეილიმ გენერალური ასამბლეის წევრებს.

დღეს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც აუქმებს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და დონალდ ტრამპს მოუწოდებს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ.

 

წყარო

ჩატვირთვა...