აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანას ღაზას სექტორში დაპირისპირება მოჰყვა

0 85

14 მაისს, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია დაპირისპირებათა ფონზე მიმდინარეობდა. ღაზას სექტორში 35 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანას აპროტესტებდნენ. BBC-ის ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა. დაპირისპირების დროს დაშავდა 2,200-ზე მეტი ადამიანი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მოკლულ პალესტინელთა რიცხვი იზრდება. თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინელების წინააღმდეგ მხოლოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ისრაელში ამბობენ, რომ საზღვრის გადალახვის უკანონო მცდელობას ნებისმიერ ფასად შეაჩერებენ. პალესტინელები კი აცხადებენ, რომ ტერიტორიას არასდროს დათმობენ.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დაგმო დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა და ეგვიპტემ. ღაზა-ისრაელის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს გაერო.

წყარო

ჩატვირთვა...