არქეოლოგებმა ესაია წინასწარმეტყველის კუთვნილი არტეფაქტები აღმოაჩინეს

0 255

არქეოლოგი ეილატ მაზარი უკვე დიდი ხანია გათხრებს იერუსალიმში აწარმოებს და რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც აქვს. 2009 წელს ოფელის მთაზე ნაგავის გროვაში არქეოლოგებმა 34 ცალი, დაახლოებით 2700 წლის თიხის ბეჭედი ნახეს. ეს კი ნიშნავს, რომ მათი მესაკუთრეები ჩვენს წელთაღწრიცხვამდე მერვე საუკუნეში ცხოვრობდნენ.

2015 წლის დეკემბერში მაზარმა კიდევ ერთი აღმოჩენის შესახებ განაცხადა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა თავის კარიერაში. ერთ-ერთ ბეჭედზე წარწერა აჩვენებდა, რომ ის მეფე ეზეკიას ეკუთვნოდა, რომელიც ბიბლიის მიხედვით იუდეის ერთ-ერთი უდიდესი მეფე იყო, რომლის მრჩეველი ესაია წინასწარმეტყველი გახლდათ.

მეფის ბეჭედთან ახლოს კიდევ ერთი თიხის ბეჭედია ნაპოვნი. მაზარი თითქმის დარწმუნებულია, რომ ის ცნობილ წინასწარმეტყველს ეკუთვნის. ეს პირველი არტეფაქტია, რომელიც ესაიას არსებობას ადასტურებს.

მისი ბეჭდის დიამეტრი 1 სანტიმეტრია. მისი ზედა ნაწილი თითით არის გადატეხილი. მასზე მისი ანაბეჭდიც კი დატოვებულია. მასზე შესრულებული წარწერა ლათინური ტრანსკრიფციით – Yeshaʼyah[u] Nvy[?] – ითარგმნება, როგორც ესაია წინასწარმეტყველი. ორივე სიტყვას ბოლო ასო აკლია, მაგრამ ამას მკვლევრებისთვის კითხვები არ გაუჩენია.

წყარო

ჩატვირთვა...